LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატები უკრაინის ელჩს შეხვდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს

80
რეფორმების ჯგუფი

„რეფორმების ჯგუფის“ ლიდერები ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, თეონა აქუბარდია და სერგო ჩიხლაძე საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდნენ და უკრაინისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და მხარდაჭერისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის ხმამაღალი მხარდამჭერი განცხადებები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ასევე შეხვედრაზე მყოფმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების პოზიცია, რომელიც არის სირაქლემის პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში, არის დიდი საფრთხის მომტანი საქართველოსთვის.

ვაშაძის აზრით, ის პრინციპი, რომელიც აქვს უკრაინას, „არაფერი უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე“, უნდა ვრცელდებოდეს საქართველოს მაგალითზეც.

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღოს

გიორგი კანდელაკი: უკრაინის საკითხზე საქართველოს უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე მოქმედება სჭირდება – „ოცნებას“ საშუალება არ უნდა მივცეთ, მუშაობის იმიტაცია მოახდინოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g