კომპოზიტორ და ავტორ შემსრულებელი ზვიად ბოლქვაძე საავტორო მუსიკის კონცერტებს სამ სხვადასხვა რეგიონში გამართავს.
მუსიკოსები 21 ივლისს სენაკს, 22 ივლისს ხულოს, 24 ივლისს კი ჩოხატაურს ესტუმრებიან, მსმენელს წინ შთამბეჭდავი ენერგეტიკის კონცერტები ელით.
საკონცერტო პროგრამა, წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ბენდის თანხლებით, რომლის წევრებიც არიან: ბას გიტარა- ლევან დეისაძე, დრამი- ზაზა ცერცვაძე, სოლო გიტარა – გიგი ცინცაძე, კლავიში – ამირან დიასამიძე, პერკუსია დიტო საკანდელიძე, მელოდიკა- ანდრია ბოლქვაძე.
კონცერტში სპეციალური მოწვევით ზვიად ბოლქვაძესთან ერთად წარდგება მომღერალი ნეკა სებისკვერაძე.
რეპერტუარშია ზვიად ბოლქვაძის მსმენელისთვის კარგად ნაცნობი სიმღერები: „დაზამთრდა”, „ამოდუღდი” „აჭარული”, „ფრი” და სხვა არაერთი ნამუშევარი, რომელსაც ავტორი შეუდარებლად, თავისი გამორჩეული ექსპრესიითა და განსხვავებული ენერგეტიკით ასრულებს.
კონცერტებზე დასწრება თავისუფალია!
21 ივლისი -სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი / დასაწყისი 19:00
22 ივლისი – ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი / დასაწყისი 19:00
24 ივლისი – ჩოხატაურის კულტურის ცენტრი / დასაწყისი 19:00
პროექტის წარმდგენი: საქართველოს კულტურის სამინისტრო
პარტნიორები: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, ხულოს მუნიციპალიტეტის მერია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია
——–
*ზვიად ბოლქვაძის შესახებ: დაიბადა 1981 წლის 29 აგვისტო ქ.ბათუმში.
1996-2000 – ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი,საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ამ წლებში მუშაობს აჭარის სახელმწიფო კაპელის გუნდში.
2000-2006 – თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი პროფესორ შალვა მოსიძის ხელმძღვანელობით (მაგისტრის ხარისხი). 2003 წლიდან მუშაობს კომპოზიციაში. მისი საგუნდო მუსიკა აქტიურად სრულდება შერეულ და ქალთა გუნდების მიერ. არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, მისი უწმიდესობის ილია მეორეს საგალობლების საგუნდო და საორკესტრო არანჟირებების ავტორი(CD 2008,2009,2010) სახალხო სიყვარული მოიპოვა მისმა არაერთმა სიმღერამ.
გარდა წარმატებული საკომპოზიტორო და სასცენო კარიერისა, ზვიად ბოლქვაძე გახლავთ გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის და ბათუმის მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მისი უსაზღვროდ დიდი შრომა ქართული სასიმღერო ხელოვნების განვითარებისათვის უდავოდ დასაფასებელია, იგი აქტიურად მუშაობს მოზარდებთან და ცდილობს პროფესიული და თანამედროვე მუსიკის სინთეზით მეტად შეაყვაროს ახალგაზრდებს ხელოვნების ეს დარგი.


