LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რაღაც მითიური, არაამქვეყნიური, სადღაც უსასრულობისკენ გამისროლა ამ კომპოზიციამ“ – ზვიად ბოლქვაძის შეუდარებელი შესრულება და კიდევ ერთხელ აღფრთოვანებული მსმენელი

277
Untitled design

მომღერალი, სიმღერების ავტორი ზვიად ბოლქვაძე საკუთარი გულწრფელი, ემოციური და ენერგიული შესრულებით მსმენელს ყოველთვის ხიბლავს.

ცოტა ხნის წინ, მუსიკოსი ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალურ გადაცემას „შოუ ავტოგრაფს“ სტუმრობდა, სადაც რჩეული კომპოზიციები ბენდთან ერთად შეასრულა.

მათ შორის ერთ-ერთია კომპოზიცია „მენატრებოდა“, რომელიც ვაჟა ხორნაულის ტექსტზეა შექმნილი. მუსიკის ავტორი თავად ზვიად ბოლქვაძეა.

მსმენელები აღფრთოვანებას ვერც ამჯერად მალავენ და ვიდეოს კომენტარებში ზვიად ბოლქვაძის შესრულებას აფასებენ:

„არაამქვეყნიური, სადღაც უსასრულობისკენ გამისროლა ამ კომპოზიციამ“, „სასწაული ზვიადი“, „რაღაც მითიური“ – წერენ კომენტარებში.

 

ზვიად ბოლქვაძე – „მენატრებოდა”

? ზვიად ბოლქვაძე – „მენატრებოდა”
მუსიკა: ზ. ბოლქვაძე
ლექსი: ვ. ხორნაული

Posted by შოუ ავტოგრაფი•show Autograph on პარასკევი, 29 სექტემბერი, 2023

 

ვიდეო: როგორ ასრულებს ზვიად ბოლქვაძე მარტო „აჭარულს“, რომელმაც ნიკოლოზ ხარატთან ერთად ინტერნეტის რეკორდები მოახსნევინა

ვიდეო: ზვიად ბოლქვაძის შესრულება შვილთან ერთად – Moon River

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები