მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა პოლიტიკოსებისადმი ნდობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.
საქართველო 135 ქვეყნიდან 73-ე ადგილს იკავებს. მან 7 ბალიანი შეფასების სისტემიდან 2.3 ქულა მიიღო.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, იქ პოლიტიკოსებს საქართველოზე მეტად ენდობიან
თურქეთი 70-ე ადგილზე – 2. 9 ქულით
სომხეთი 57-ე ადგილზე – 3.2 ქულით
აზერბაიჯანი 20-ე ადგილზე – 4.7 ქულით
რუსეთი 51-ე ადგილზე – 3.4 ქულით
ყველაზე მეტად პოლიტიკოსებს ენდობიან სინგაპურში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ახალ ზელანდიაში, კატარში, ფინეთში, ნორვეგიაში, ლუქსემბურგში და შვეიცარიაში.