LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგიონში მთავარი პრობლემა, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო აქტიურობაა – რუსეთის საგარეო უწყება

-საგარეო-საქმეთა-სამინისტრო-1522408001

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნიდ შემდეგ განცხადება გაავრცელა.

უწყება ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის და სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე პროვოკაციულს უწოდებს.

რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ამიერკავკასიაში რეგიონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა ამერიკის შეერთებული შტატები და ნატოს სამხედრო აქტიურობაა საქართველოს ტერიტორიაზე.

„პროვოკაციულად მივიჩნევთ ნატოს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე. ზუსტად ასეთმა უპასუხისმგებლო მესიჯებმა 2008 წლის აგვისტოში თბილისი წააქეზა დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურა განეხორციელებინა,“ – დასძინეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრებზე არსებულ ვითარებას, საქართველოს გარდა, ყველა დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრებზე არსებული ვითარება დისკუსიის ყველა მონაწილის მიერ (გარდა საქართველოს წარმომადგენლებისა) მთლიანობაში, აღიარებული იყო როგორც სტაბილური. საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არ არის,“ – ნათქვამია განცხადებაში.

mazda magti 5g