ტურისტული და ივენთკომპანია GeoTourist–ი, 2019 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით , საქართველოს ექვს რეგიონში, რეგიონულ ფოლკლორულ ფესტივალს „ფუძეობას“ გამართავს.
ფესტივალის ფარგლებში, თითოეულ ღონისძიებაზე ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი რეგიონის ფოლკლორული მახასიათებლები.
ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები, ასევე პოპულარული ქართველი შემსრულებლები. პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, წარადგინონ საკუთარი ნაშრომის ნიმუშები. ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე პრიზებით დაჯილდოვდებიან ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია:
რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და ფოლკლორის ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი(ცეკვა, სიმღერა, მელექსეობა)
ფოლკლორის სფეროს დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოვება.
დღის დასკვნით ნაწილში პროექტ CHEK IN GEORGIA-ს ფარგლებში გაიმართება კონცერტი.
დასკვით კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან:
ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტი, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნატო გელაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, აჩიკო ნიჟარაძე, თეატრალური კვარტეტი, ქართული ხმების ტრიო, ფორტე, ანსამბლი შვიდკაცა, დათუნა სირბილაძე, ნათია პერანიძე, ანსამბლი ძირიანი, ქეთი გაბისიანი, ზუკა ხუციშვილი, ნონსტოპი, ლელა წორწუმია.
მოეწყობა საფესტივალო ქალაქი :
რაიონული ფაცხები: ტერიტორიაზე განთავსებულ ფაცხებში მოხდება რაიონის წარმომადგენლების და მათთვის დამახასიათებელი კულინარიის წარდგენა/დეგუსტაცია;
სპორტული შეჯიბრებები: სირბილი,მკლავჭიდი, ჭიდაობა;
ქართული თამაშები: რეგიონისთვის დამახასიათებელი აღდგენილი ქართული თამაშების ჩვენება/შესრულება (მაგ. : მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჭილდაობა, შუბოსნობა);
საბავშვო გასართობი კუთხე ;
თეატრალური წარმოდგენები: ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების, ბერიკების, მეზურნეების, მედუდუკეების, მედოლეების წარმოდგენები;
შენაძენი- ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონის მაშტაბით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
კულინარი: ფესტივალზე წარმოდგენილი სწრაფი კვების კუთხე.
პროექტის ჩატარების ადგილები და თარიღებია:
სამცხე- ჯავახეთი – ბაკურიანი – 3 აგვისტო
რაჭა-ლეჩხუმი – ამბროლაური – 27 აგვისტო
ქვემო ქართლი – ბოლნისი – 14 სექტემბერი
აჭარა – შუახევი – 28 სექტემბერი
მცხეთა -მთიანეთი – მცხეთა – 14 ოქტომბერი
კახეთი – ყვარელი – 8 ნოემბერი