LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები 1 თებერვლიდან უქმდება

1893
9fdd87f8-3578-4353-a347-07f2441b35f5-640

1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

„მინდა ვისაუბრო ფრენებზე, რაც ჩვენი და ტურისტული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. 1-ლი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს და მოქმედებდა საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც სურვილს გამოთქვამენ, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით და ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველა სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება. მსოფლიოს ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს რაიმე ისეთი საფრთხის მომტანი არ იქნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g