სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, სადაც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ, რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები, ჯანდაცვის მინისტრის დაველბით, მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ.
რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები კლინიკის განმეორებით შესწავლის შედეგად მიღებულ დასკვნას მოგვიანებით გაავრცელებენ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მნიშვნელოვანია აღნიშნულ დაწესებულება რეგულირების სააგენტომ განმეორებით შეისწავლოს, დაიდოს შესაბამისი დასკვნა და აღარ იყოს კითხვები, წარმოადგენს თუ არა ეს კლინიკა რომელიმე პაციენტისთვის რისკს.