LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეიმ ახალი სინგლი გამოუშვა, რომლის პერფორმანსი BRIT Awards-ზე გამართა

122
photo-collage.png (27)

27 თებერვალს, რეიმ მომავალი მუსიკალური პროექტის მეორე სინგლი – Nightingale Lane წარადგინა.

არტისტის განმარტებით, „სიმღერა ყველაზე დიდ გულისტკივილზეა, რაც ოდესმე განუცდია”.

ახალ ნამუშევარს წინ უძღოდა ჰიტი – Where Is My Husband!, რომელიც შემსრულებლის მეორე სტუდიური ალბომის – This Music May Contain Hope მთავარი ჩანაწერია – დისკის, რომელიც მუსიკოსმა 22 იანვარს დააანონსა და გაამხილა, რომ გაყიდვაში 27 მარტს ჩაეშვება.

რეიმ ახალი ალბომი დააანონსა და მისი მხარდასაჭერი ტურნე დაიწყო

აღსანიშნავია, რომ რეი 2024 წლის BRIT Awards-ზე ტრიუმფის შემდეგ, წლევანდელი დაჯილდოების სცენაზე დაბრუნდა. მომღერალმა ,,ბრიტსზე” მორიგი შთამბეჭდავი პერფორმანსი გამართა და მომდევნო ლონგფლეის ორივე ტრეკი ცოცხლად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ რეის სადებიუტო პერფორმანსი BRIT Awards-ზე, 2024 წელს შედგა. მაშინ, ის დაჯილდოების ტოპ ნომინანტად, ტრიუმფატორად და რეკორდსმენად იქცა. ,,ბრიტსის” ისტორიაში რეი გახდა არტისტი, რომელიც ერთ წელს 7 ნომინაციაში წარადგინეს. მეტიც, ის ასევე პირველი არტისტი და ქალია, რომელმაც ერთ საღამოს დაჯილდოების ყველაზე მეტი, 6 ჯილდო, მათ შორის სპეციალური პრემია (,,წლის სიმღერების ავტორი”) მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები