IRI-ს მიერ კვლევის შედეგების წარდგენის შემდეგ, პოლიტიკური შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში.
არანაირ ნდობას არ იმსახურებს IRI-ს დაკვეთილი კვლევები: ღარიბაშვილი
“ქართული ოცნების” წევრი, ბექა დავითულიანი ამბობს, რომ წლებია, რეიტინგების გამოქვეყნებას ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან აჟიოტაჟი და მხიარულება მოსდევს, არჩევნების შემდეგ კი რეალური სურათი კვლევებს არის აცდენილი:
“ჩვენ წლებია ვხედავთ, როდესაც პატივსაცემი საერთაშორისო ინსტიტუტები ადგილობრივ კვლევით ორგანიზაციებთან დაყრდნობით აქვეყნებენ გარკვეულ პოლიტიკურ მონაცემებს და რეიტინგებს, ამას მოჰყვება ხოლმე დიდი აჟიოტაჟი და მხიარულება ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან, რომელთა მიმართაც მიკერძოებულია ეს კვლევები. მერე ვხედავთ არჩევნების შემდგომ რეალურ სურათს, რომელიც მთლიანად აცდენილია ამ კვლევებს.
ველოდები, რომ იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც.” – თქვა დავითულიანმა.