თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დასავლეთი რუსეთის მიმართ პროვოკაციულია.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ არის სწორი. ეს არის პროვოკაციაზე დაფუძნებული პოლიტიკა.“ – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ უკრაინაში ომი მალე დასრულდება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ევროპა ამ ზამთარს სერიოზული პრობლემებით გაატარებს – რაც დათესა, იმას მოიმკის
