LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პუტინთან შეხვედრას გამართავს

52
პუტინი და ერდოღანი

„თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 18-19 ივლისს ირანელი კოლეგის ებრაჰიმ რაისის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით ირანში ეწვევა“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი და რაისი 19 ივლისს თეირანში თურქეთ-ირანის მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს მეშვიდე შეხვედრას უხელმძღვანელებენ.

„თურქეთ-ირანის ურთიერთობების ყველა ასპექტი და პოტენციური ნაბიჯები, რომლებიც გააძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას, განიხილება საბჭოს სხდომაზე, რომელიც გაიმართება შესაბამისი მინისტრების მონაწილეობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილული იქნება რეგიონული და გლობალური საკითხებიც.

„იმავე დღეს ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაესწრებიან ასტანას ფორმატში მეშვიდე სამმხრივ შეხვედრას, რომელსაც ირანის პრეზიდენტი უმასპინძლებს.“– აღნიშნულია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები