LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკორდმაისტერი ჩემპიონია: ბაიერნმა ვერცხლის სინი ნაადრევად გაინაღდა

55

მიუნხენის “ბაიერნი” გერმანიის 2016-2017 წლების სეზონის ჩემპიონია – “რეკორდმაისტერმა” ისტორიაში 27-ედ მოიგო “ვერცხლის სინი” და მათ შორის, ზედიზედ მეხუთედ.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი, მაგრამ “ლაიპციგი” მიუნხენურ გიგანტს უკვე 10 ქულით ჩამორჩება და შესაბამისად, საჩემპიონო რბოლა დასრულდა – კარლო ანჩელოტის გუნდმა “ვერცხლის სინი” და ჩემპიონობა ჩემპიონური თამაშით გაიფორმა. ვოლფსბურგში „მგლებს“ ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა და სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა (დუბლი გაიფორმა რობერტ ლევანდოვსკიმ და ბომბარდირთა დავას ლიდერობს). ეს ერთადერთი ტიტულია, რომელსაც მიმდინარე სეზონში “ბაიერნი” შეწვდა (გერმანიის თასიდან ახლახან დორტმუნდმა გამოაგდო). სხვათა შორის, ამ გამარჯვებით წერტილი დაესვა “რეკორდმაისტერის” 5-მატჩიანი მოუგებელ სერიას. ასეთი ხანგრძლივი წარუმატებელი სერია “ბაიერნს” ბოლოს 2000 წელს ჰქონდა. მიუნხენელთა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კი შეძლო და 4 სხვადასხვა ქვეყანაში მოახერხა ჩემპიონობა – იტალია, ინგლისი, საფრანგეთი და ახლა უკვე გერმანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g