„მედიკამენტი „რემდესივირი“ ოქტომბრის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, „რემდესივირი“ ქვეყანაში შემოვა მხოლოდ კვლევის ფარგლებში და არ იქნება გაყიდვაში, რადგან ის მკაცრად ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, მხოლოდ სპეციალურ ჩვენებისას, მძიმე და კრიტიკულ ავადმყოფებში.
„ბევრი კვლევა არსებობს „რემდესივირთან“ დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა მედიკამენტებთან მიმართებით. ჯერჯერობით ზოგიერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ მას აქვს გარკვეული პოზიტიური ეფექტი მძიმე ავადმყოფებში, გუშინწინ გამოქვეყნდა კოხრეინის ბიბლიოთეკის დიდი კვლევა. ეს არის ბრიტანულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ყველაზე დიდი ნაკრები ინფორმაციისა, რომელმაც თქვა, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე „რემდესივირთან“ დაკავშირებით გადამწყვეტი დასკვნა, საკმარისი მასალა ჯერ კიდევ არ არსებობს”, – აღნიშნა გამყრელიძემ.