კომპანია Renault-მა განახლებული Koleos წარადგინა. კროსოვერის ვიზუალი მცირედით შეიცვალა. სალონიც განახლდა და კაპოტ ქვეშ კი სრულად ახალი ძრავი Blue dCi ჩაამონტაჟეს.
განახლებული მოდელის წინამორბედისგან განსხვავება გამოკვეთილი ძარით, ახალი რადიატორის ბადით და ახალი ბამპერითაა შესაძლებელი. ყველგანმავალის სალონი კომფორტული წინა სავარძლებით და უკან დამატებითი სივრცის შექმნით გამოირჩევა. მთავარ ფერებად კი შავი და მუქი ნაცსრისფერი შეირჩა.
რაც შეეხება ძრავთა გამას, ვარიაცია – 1,7 და 2,0 ლიტრის მოცულობის აგრეგატებს მოიცავს. პირველი მათგანი 150 ცხენის ძალს, მეორე კი 190-ს გამოიმუშავებს.
და ბოლოს, განახლებული Renault Koleos-ის ფასი ივლისში დაანონსდება და გაყიდვები კი ოქტომბრის თვიდან დაიწყება.