LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault–ის ქალაქურ ელექტროქარს ერთი დამუხტვით 250 კმ–ს გავლა შეუძლია

113
renaultnwss

Renault–მა ახალი „სითი–ქარი“ Twingo წარადგინა. სიახლემ ბენზინის ძრავიც შეინარჩუნა, თუმცა ასევე 82 ძალის ელექტროძრავიც მიიღო, რომელიც 22 კილოვატ/საათიან ელემენტთან ერთად მუშაობს. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე ქალაქურ ელექტროქარს ერთი დამუხტვით 250 კილომეტრის გავლა შეუძლია. თუმცა, ჩვეულ რეჟიმში, მაგალითად მაგისტრალზე მოძრაბოსისას ეს მაჩვენებელი 180 კილომეტრამდე მცირდება.

ავტომობილის ვიზუალი თუ სალონი ბენზინის ვარიაციისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, ელექტროქარს 50 კმ/სთ–ის განვითარება 4 წამში შეუძლია და მაქსიმალური სიჩქარე კი 135 კმ.სთ–ს შეადგენს.

Twingo Z.E–ს ჩვეულებრივი დენცქვიტით 100 პროცენტამდე დასამუხტად 13 საათი და 30 წუთი სჭირდება. ხოლო სპეციალური დანადგარით ეს დრო შესაძლოა 8 საათამდეც კი შემცირდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g