რენე ზელვეგერი Greenwich International Film Festival-ის სტუმარი გახდა. ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტმა მას მომდევნო ბრიჯიტ ჯონსში მონაწილეობაზე კითხვა დაუსვა და საკმაოდ საინტერესო პასუხიც მიიღო: „ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ იმედი მაქვს, ის გაგრძელდება“.
შეგახსენებთ, რომ ზელვეგერი ფილმის სამ ნაწილში – 2001, 2004 და 2016 წლებში გადაღებულ ეპიზოდებში მონაწილეობს. თითოეული მათგანი საკმაოდ პოპულარული გახდა.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ზელვეგერი კამერის მეორე მხარეს მუშაობს, თუმცა თავის ახალ ამპლუაზე მსახიობი დუმილს ამჯობინებს.