LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეპრესირებულთა შთამომავლების ნაწილი ნეშტებისთვის დნმ-ის ანალიზის ჩატარებას ითხოვს

321
1554535469-ხელვაჩაური

ხელვაჩაურის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, სადაც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს, დილიდან რამდენიმე რეპრესირებული პირის შთამომავალი მივიდა და ტერიტორიაზე შესვლა ითხოვა.

ისინი ამბობენ, რომ ეპარქიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შემდეგ გაურკვევლობაში არიან, დნმ-ის ანალიზსა და განმარტებებს ითხოვენ.

„ჩემი ბაბუა იყო რეპრესირებული, არ ვიცი აქ მარხია თუ არა, ან საიდან დავადგინო არის თუ არა აქ დასაფლავებული? ეპარქიამ სია რომ გამოაქვეყნა, იმ სიაში არის. დნმ-ის ანალიზი უნდა ჩატარდეს, თან მე მუსლიმი ვარ, ბაბუაჩემიც მუსლიმი იყო, იქნებ არ მინდა ქრისტიანულად დამარხვა“, – ამბობს რეპრესირებული პირის შთამომავალი ალექსანდრე დუაძე.

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 150-მდე ნეშტი იპოვეს.

ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს.

მათი ცნობით, ნეშტებს 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე პატივით დაკრძალავენ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიას აქვეყნებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები