რეპრესიული ნარკოპოლიტიკა ჰუმანურით უნდა ჩანაცვლდეს- განაცხადა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მიმდინარე შეხვედრაზე, სადაც ნარკოპოლიტიკის შესახებ მსჯელობენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, ნარკორეალიზატორთა მიმართ მკაცრი სასჯელი უნდა შენარჩუნდეს, მომხმარებლებს კი სახელმწიფომ შესაბამისი სერვისები უნდა შესთავაზოს.სხდომაზე ოფიციალური უწყებებისა და კანონპროექტის ინიციატორების მოსაზრებებს ისმენენ.ცვლილების მთავარი მიზანი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციაა.შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა არ შედგა.