LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 11 ინფიცირებული პაციენტია – ლევან გოფოძე

135
Capture

“ერთ-ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი თქმით, გუშინ “კოვიდ 19”-ზე ტესტირება 26 ადამიანს ჩაუტარდა და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

ინფიცირებული მამაოს მდგომარეობა საყურადღებოა – მაკა სოლოღაშვილი

“რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 50 პაციენტია დაკვირვების ქვეშ. გუშინ 26 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და 6-ვე პასუხი ნეგატიური მოვიდა. გვყავს 11 ინფიცირებული პაციენტი, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფებიან. ორი პაციენტი გვყავდა რეანიმაციაში, მათგან პირველის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და მოვხსენით მართვითი სუნთქვიდან. რაც შეეხება მეორეს, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, თუმცა მცირე გაუმჯობესება მასთანაც შეიმჩნევა”, – აცხადებს გოფოძე.

ლევან გოფოძემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს ტესტირება კიდევ 20 პაციენტს ჩაუტარდება, რომელთა პასუხები გვიან ღამით გახდება ცნობილი.

ყველაზე პატარა პაციენტი ყველაზე კარგად გრძნობს თავს – მარინა ეზუგბაიას თქმით, ჯერჯერობით მონაცემები საგანგაშო არ არის

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები