LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

226
111

რესპუბლიკური საავადმყოფოს 9 მედიკოსი კოვიდინფიცირებულია, მათგან 3-ს კორონავირუსი ახლახან დაუდასტურდა.

კლინიკის დირექტორის თქმით, ინფიცირების წყარო ამ დრომდე დადგენილი არ არის. ლევან გოფოძე ვარაუდობს, რომ ვირუსი საავადმყოფოში არ გავრცელებულა და ის გარედან შემოტანილია.

„კარგი არც ერთია და არც მეორე, მაგრამ ჩვენ ისე გავიარეთ სამთვენახევარი და გავატარეთ 108 პაციენტი, რომ არც ერთი შემთხვევა მედპერსონალის დაინფიცირების არ გვქონია. აღჭურვილობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არის, არსებობს სპეციალური წესები, რომლებიც გაიდლაინშია გაწერილი და ყველა მედ-პერსონალი იცავს ამ წესებს. ძალიან გავამკაცრეთ ზომები, რადგან ვფიქრობდით, ხომ არ მოხდა ისე, რომ რადგან ბოლოში გავედით და სულ სამი პაციენტი გვყავდა დარჩენილი, ცოტა ხომ არ მოეშვა პერსონალი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისეთი წესის დარღვევა, რასაც შესაძლოა შიგნით აფეთქება გამოეწვია, არ ყოფილა“,- აღნიშნა გოფოძემ.

"ჯერ პირველი ტალღა არ დასრულებულა" - დგას თუ არა საგანგებო მდგომარეობის ხელახალი შემოღების საჭიროება

რაც შეეხება, კორონავირუსის შემთხვევების ზრდას, იგი აღნიშნავს, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში, ჯამში, 21 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა მძიმეა. ერთი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადაიყვანეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან, ის ლევან რატიანის კლინიკაში ბოლო ინფიცირებული იყო, კლინიკა ჩვეულ რეჟიმზე გადასვლისთვის ემზადება.

ცნობისთვის, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე დაახლოებით 80 თანამშრომელი გამოიკვლიეს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ 13 ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g