LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 111 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

82
image-2021-09-05-180247

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 111 წლის პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ლეონილა გვაჯავას კლინიკიდან ხვალ გაწერენ.

“ჩვენთან მკურნალობის კურსი თერაპიული მიმართულებით გაიარა, ამჟამად, თავს ჯანმრთელად გრძნობს და ხვალ, 14:00 საათზე ვაპირებთ, რომ გავწეროთ. პაციენტი 1910 წელსაა დაბადებული. ის აბსულუტურად ემორჩილებოდა ექიმების ყველა მითითებას.

ძალიან მოტივირებული იყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო და მკურნალობის კურსი სრულად ჩაიტარა. მისი შვილიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაახლოებით 80 წლის არის. ისიც თავს უკეთესად გრძნობს”, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g