LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციის წარმომადგენელთა ერთობლივ განცხადებას არ უერთდება

130
samnidze-e1581439372382

„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციის წარმომადგენელთა დღევანდელ ერთობლივ განცხადებას არ უერთდება.

ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებების წინ წინაპირობებით საჯარო განცხადებების გაკეთება სწორი არ არის.

მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მზად ვართ, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში: ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„მთავარი საკითხი არის ის, რომ წარუმატებლობის შემდეგ, ევროკავშირმა გადაწყვიტა და ამას მხარს უჭერს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ც, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მედიატორი დანიელსონი უახლოეს დღეებში, თუ არ ვცდები ხვალ, უკვე აქ იქნება და განახლდება მოლაპარაკებები. ასეთ სიტუაციაში წინაპირობებით საჯარო განცხადების გაკეთებას არ ეთანხმება „რესპუბლიკური პარტია” და ამიტომ, ამ განცხადებას არ უერთდება. მთავარი ამ პროცესში არის, რომ ყველა პირობაზე, ყველა შესაძლებლობაზე ილაპარაკონ, ვილაპარაკოთ მაგიდასთან და ისე გავაკეთოთ განცხადებები და არა წინაპირობებითა და საჯარო განცხადებებით დავხვდეთ მედიატორს, რომელსაც ძალიან სერიოზული რაუნდები აქვს ჩასატარებელი, რათა შეთანხმება შედგეს და ამ ქვეყანამ სტაბილურ, ნორმალურ გარემოში გააგრძელოს ფუნქციონირება. რესპუბლიკელები ვთვლით, რომ ამ პროცესში წინაპირობებით საჯარო განცხადებები არ არის სწორი, მოლაპარაკებების წინ.”-განაცხადა ხათუნა სანიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g