პრეზიდენტმა ადეკვატურად შეაფასა „ქართული ოცნების“ ნაბიჯი: ხათუნა სამნიძე

77
ხათუნა სამნიძე

„პრეზიდენტმა ადეკვატურად შეაფასა „ქართული ოცნების“ ნაბიჯი“, – ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, რომ 19 აპრილის შეთანხმებით პოლარიზაცია არ შემცირებულა“.

მისი განცხადებით, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ ევროპულ ოჯახში ყოფნა სიტყვის ერთგულებას ნიშნავს“.

„ქალბატონი პრეზიდენტის განცხადებას მივესალმები. მან ადეკვატურად, შესაბამისად შეაფასა „ქართული ოცნების“ ეს რადიკალური ნაბიჯი. ხაზი გაუსვა, რომ ევროპულ ოჯახში ყოფნა ნიშნავს სიტყვის ერთგულებას. რაც მთავარია, მან ხაზი გაუსვა, რომ მარტო დარჩენა და იზოლაციონიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა შესუსტდება და ამით ისარგებლებს მთავარი, ვინც ჩასაფრებულია იმისთვის, რომ დაიმორჩილოს ეს ქვეყანა“, – განაცხადა სამნიძემ.