„რესპუბლიკური პარტიის” ლიდერებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის და ხათუნა სამნიძე დაზარალებულად ცნეს.
„ორივე – ხათუნაც და მეც გვცნეს დაზარალებულებად. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები. უღრმესი მადლობა ასეთი საყოველთაო მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ეს ქვეყანა ჩვენია და არა ორკების და მათი პატრონების“, – წერს დავით ბერძენიშვილი.