LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

448
რესპუბლიკური საავადმყოფო

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლიკა ჭუმბურიძემ თანამდებობა დატოვა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც კლინიკაში აღნიშნეს, ჭუმბურიძე თანამშრომლებს გასული კვირის ბოლოს დაემშვიდობა, თუმცა წასვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრია.

მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას კლინიკური დირექტორი, ვლადიმერ პაპავა ასრულებს.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორად ლიკა ჭუმბურიძე მიმდინარე წლის 3 მაისს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g