რომის ცნობილი შადრევანი განახლებული სახით წარსდგა რომაელების და ქალაქის სტუმრების წინაშე. მარადიული ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა, რომლის აღდგენასაც მოდის სახლი Fendi აფინანსებდა, რესტავრაციის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა და ჟურნალისტებთა ერთად უამრავი ტურისტის ყურადღებაც მიიპყრო. სარესტავრაციო სამუშაოების დროს, რომელშიც 100-ზე მეტი სპეციალისტი მონაწილეობდა და 2 მლნ. ევრო დაჯდა, 516 დღე გაგრძელდა და ჭუჭყისგან თითქმის 4 000 კვ/მ-ს მარმარილო და ტრავერტინი, ასევე 340 კვ/მ-ს სკულპტურა გაიწმინდა.
როგორც რომის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა პარიზი პრესიჩემ ახსნა, რესტავრაციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, სამუშაობის დროს პოპულარული ღირსშესანიშნაობა პრაქტიკულად არ დახურულა. ”აიგო სპეციალური პოდიუმები, შადრევანი კი, გამჭვირვალე პანელებით დაიხურა, რათა ყველას საკუთარი თვალით ენახა რესტავრატორების მუშაობა”- აღნიშნა პრეჩისემ და დაამატა, რომ აღდგენითი სამუშაოების პროცესში შადრევანი სამმა მლნ. ტურისტმა მოინახულა. მსურველები არც მონეტის შადრევანში გადაგდების ტრადიციას იყვნენ მოკლებული, რაც მთავარია, რიტუალის ჩატარება ვირტუალურადაც შეიძლებოდა – სმარტფონებისთვის სპეციალური პროგრამა შეიქმნა.
არქიტექტორმა ნიკოლო სელვიმ ტრევის მშენებლობა 1732 წელს დაიწყო. თუმცა, მისი ისტორია ბევრად ადრე, ჯერ კიდევ უძველეს რომში იღებს სათავეს. თავიდან პროექტზე ცნობილი ხუროთმოძღვარი ჯან ლორენცო ბერნინი მუშაობდა (მე-17 საუკუნეში), თუმცა მან ვერ შეძლო პროექტის დასრულება. ზუსტად 100 წლის შემდეგ კი, რომის პაპმა – კლიმენტ მე-12-მ გამოაცხადა კონკურსი ”შადრევანზე, რომელის მსგავსიც ჯერ ენახა რომს”. შადრევანის აგებას ზუსტად 30 წელი დასჭირდა. მე-20 საუკუნეში ტრევიმ კინემატოგრაფიის, კერძოდ, ფედერიკო ფელინის ფილმის ”ტკბილი ცხოვრება” საკულტო სცენის წყალობით მოიპოვა პოპულარობა.