LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიბერიუსის სასახლე ტურისტებისთვის კვლავ ღიაა

120
რომი

ხანგრძლივი რესტავრაციის შემდეგ რომში ტიბერიუსის სასახლე (Domus Tiberiana) გაიხსნა.

ტურისტებს კვლავ ეძლევათ ძველი რომის მმართველების საცხოვრებლის მონახულებისა და პალატინის ბორცვიდან განსაცვიფრებელი ხედებით ტკბობის საშუალება.

სასახლე, რომელიც თითქმის 2000 წლისაა, ოთხ ჰექტარზეა გადაჭიმული.

განახლებული საიმპერატორო სასახლე ოფიციალურად იტალიის კულტურის მინისტრმა ჯენარო სანჯულიანომ და რომის კოლიზეუმის არქეოლოგიური პარკის დირექტორმა ალფონსინა რუსომ გახსნეს. ოფიციალური პირების თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ეს გამორჩეული ობიექტი ქალაქის ბიუჯეტში თავის წილ სარგებელს შეიტანს.

აღსანიშნავია, რომ სასახლის შიგნით არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტებიც იქნება გამოფენილი.

ტიბერიუსის სასახლე, რომელიც 50 წლის განმავლობაში იყო დაკეტილი, ამიერიდან ყოველდღე 9-დან 18 საათამდე იქნება ღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები