LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორან „ქვევრში“ გვიან ღამით სროლა იყო – შსს-მ გამოძიება დაიწყო

222
Untitled design (1)

გუშინ, რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, მომხდარი რესტორნის მეწილეებს შორის ფინანსურ დავას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაპირისპირება იყო რესტორნის მფლობელს, ზურაბ ტიბუას და ლევან ბასლანძეს შორის, რომელიც ასევე „ქვევრის“ ერთ-ერთი მეწილეა. ამავე ინფორმაციით, ის ტიბუას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით ისროლა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

magti 5g