LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესტორანი ”ბარბარესთან” სტუმრებს მეცხრამეტე საუკუნის ქართულ კერძებს სთავაზობს

216

რესტორანი ”ბარბარესთან” სტუმრებს მეცხრამეტე საუკუნის ქართულ კერძებს სთავაზობს, ცნობილი ქართველი კულინარის, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების მიხედვით.

როგორც რესტორნის დირექტორმა მაკა ჯიბუტმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მისულ სტუმრებს ქართული ტრადიციული კერძების გარდა, შესაძლებლობა ექნებათ დესერტებიდან დააგემოვნონ გოგრის დესერტი, შემწვარი კომში, ჩაროზი და ე.წ ფელამუშ ქეიქი, სასმელებიდან კი – სახლის ლიმონათი, ქვევრის, ქარხნის, სახლისა და ოჯახური ღვინოები.

მისივე ინფორმაციით, ინტერიერის დიზაინი მაქსიმალურად შეესაბამება მეცხრამეტე საუკუნის ოჯახურ გარემოს. ”

7 აპრილს ჩვენთან მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ შეფმზარეულის მიერ, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტების მიხედვით მომზადებული თევზეული ”,- აღნიშნა ჯიბუტმა.

რესტორანში მისული სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე ყოველ შაბათს, საღამოს 7 საათიდან ლია ხუნწარიას ტრიო იზრუნებს.

რესტორანი ”ბარბარესთან” აღმაშენებლის 132 ნომერში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები