რესტორანი ”ჩოფსი” მომხმარებელს სპეციალურ ფასებს სთავაზობს. მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ 22 ლარად სალათების ასორტი, ხოლო 35 ლარად – სხვადასხვა ხორცეულის.
”ჩვენი დევიზია, მიირთვი, რამდენსაც მოერევი”- განაცხადა რესტორნის მენეჯერმა დეა კვირკველიამ. მისივე ინფორმაციით, სამზარეული გათვლილია ყველანაირი გემოვნების ადამიანზე.
”ჩოფსი” წყნეთში, თბილისიდან 10-15 წუთის სავალზეა. რესტორანი განსაკუთრებული პოპულარობით გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში სარგებლობს.
”ჩოფსი” 3 სართულს მოიცავს: ლაუნჯი, ანტიკვარული დარბაზი და ტერასები. რესტორანი ყოველ დღე, დღის 13:00-დან ღამის 01:00-მდე მუშაობს. შაბათ–კვირას კი არის მუსიკალური გაფორმება 8-დან 11 საათამდე.