რესტორანი Famous Restaurant & Music Salon მომხმარებელს ევროპულ, უკრაინულ და ქართულ სამზარეულს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსს” რესტორნის PR მენეჯრმა გიორგი გოგიამ განუცხადა, ევროპული, ქართული და უკრაინული სამზარეულოს თითო კერძის დაგემოვნება 5 ლარადაა შესაძელებელი. მისივე ინფორმაციით, სტუმრებს ყოველ პარასკევსა და შაბათს ცოცხალი მუსიკის მოსმენა შეუძლიათ.
”8 მარტს ქალთა დღის აღსანიშნავად ჩვენთან მევიოლინე და საქსაფონისტი დაუკრავენ. ასევე მისული სტუმრებისთვის 1 ჭიქა შამპანიური იქნება სრულიად უფასოდ. ჩვენ გვაქვს ასევე კოქტეილების ფართო არჩევანი და უმაღლესი ხარისხის ჩილიმი, რომელსაც ბაქოდან ჩამოსული სტუმარი ამზადებს და მისი ფასები 27 ლარიდან იწყება. რაც შეეხება ჩვენთან დაბადების დღის აღნიშვნას, კვირის სამუშაო დღეებში 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს”, – აღნიშნა გიორგი გოგიამ.
Famous Restaurant & Music Salon- ის PR მენეჯერის განცხადებით გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით ყოველ ხუთშაბათს იგეგმება მოჰიტო ფართი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება ექნება მიირთვას 1 მოჰიტო და მიიღოს მეორე საჩუქრად.
რესტორანი ყოველ დღე, დღის 12:30-დან ბოლო სტუმრის წასვლამდე მუშაობს. მისამართი აბო თბილელის N1. ტელეფონი: +995 577 444 741. ვებ-გვერდის მისამართი: http://www.famoustbilisi.com