აშშ-ში, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში სკოლაში, ქალმა 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი და 3 სკოლის თანამშრომელი მოკლა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 28 წლის ქალია, რომელიც ორი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.
სამართალდამცველებმა ქალი ადგილზე მოკლეს. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა დანაშაულის მოტივი.