LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ჩელებაძე: ჩვენ უკვე გამარჯვებული ვართ, ჩვენ ევროპაზე ვართ. მე გავიხსენებ ჩემს თამაშს ბრაზილიის ნაკრებთან ბრაზილიაში..რომ ჩავედით, გულგახეთქილი ვუყურებდით, ამათთან რა უნდა გავაკეთოთო და მოვიგეთ 2:1 და წამოვედით

218
ჩელებაძედ

ბედნიერებაა, ჩვენ უკვე გამარჯვებული ვართ, ჩვენ ევროპაზე ვართ, – ასე შეაფასა ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ საქართველოს ნაკრების წარმატება.

როგორც ჩელებაძემ აღნიშნა, არაა გამორიცხული საქართველომ პორტუგალიის ნაკრები დაამარცხოს.

„უკვე მოხდა სასწაული და ვიმყოფებით ევროპაზე. თუკი უფალმა ინება და დღეს გავიმარჯვებთ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე გავიხსენებ ჩემს თამაშს ბრაზილიის ნაკრებთან ბრაზილიაში. რომ ჩავედით, გულგახეთქილი ვუყურებდით, ამათთან რა უნდა გავაკეთოთო და მოვიგეთ 2-1 და წამოვედით. ასევე შეიძლება, რომ საქართველოს ნაკრებმა ლამაზად, წყნარად, ლამაზ სტილში დაამარცხოს ჩვენი ძვირფასი რონალდო და პორტუგალიის ნაკრები. მინდა მთელ საქართველოს ბედნიერი დღე ვუსურვო“, – აღნიშნა რევაზ ჩელებაძემ.

საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული გუნდების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g