LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზნიკოვი: არც რუსეთში, არც დასავლეთში, არავის სჯეროდა, რომ ერთი კვირა გავძლებდით, მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა, აუცილებლად გავიმარჯვებთ!

207
1

“24 თებერვლისთვის უკრაინელების ორი მესამედი იყო დარწმუნებული, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში, ჩვენ გადავრჩებოდით, დღეს ასეთი – თითქმის 90 %-ია”, – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მორიგ მიმართვას უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, არავის სჯეროდა, რომ უკრაინა ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის თავდასხმას გაუძლებდა, არავის სჯეროდა.

მისივე თქმით, რუს ოკუპანტებს სამარცხვინო დამარცხების გამო შეეშინდათ და დაიწყეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა.

მინისტრი ამბობს, ისინი აღარ არიან ჯარისკაცები და ჩვეულებრივი მშიშარები და ტერორისტები არიან:

ძვირფასო უკრაინელებო! ადრე არც მიფიქრია კვირაში რამდენი საათია. აღმოჩნდა, რომ – 168 საათია.
168 საათი – უკვე მთელი კვირაა, უკრაინა რუს ოკუპანტებს უკუაგდებს.

ეს იცოდეთ, რომ ამის არავის სჯეროდა, არც რუსეთში, არც დასავლეთში, რომ ერთი კვირა გავძლებდით. მხოლოდ ჩვენ გვჯეროდა.

დედები უკრაინის ომიდან, რომლებსაც დღეს ყველაზე მეტად ეშინიათ - ფოტოამბავი

ფოტოები უკრაინის ომიდან, სადაც ბავშვებისა და დედების თვალები ყველაფერს ამბობენ.

24 თებერვლისთვის უკრაინელების ორი მესამედი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში ჩვენ გადავრჩებოდით. დღეს ასეთი – თითქმის 90%-ია.

ეს ჩვენი დამცველების გმირობის შედეგია. ეს ჩვენი პროფესიული მოქმედებების შედეგია. ეს თითოეული თქვენგანის თავდადებაა.

ექიმები, მაშველები, კომუნალური და რკინიგზის სამსახურის თანამშრომლები, ჟურნალისტები, ფინანსისტები იკავებენ ფრონტს. ქვეყანა არ გაჩერებულა და იბრძვის.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებსა და მერებზე, რომლებიც დღეს წინა პლანზე არიან.

ჩვენმა არმიამ უკვე გაანადგურა ათასობით ოკუპანტი და მტრის იმდენი აღჭურვილობა, რომ შესაძლებელი იქნებოდა რამდენიმე ქვეყნის ჯარის შეიარაღება.

ეს უკრაინისთვის ნამდვილად ხალხის ომია, პუტინს მოგების შანსი არ აქვს – კულება

ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები იზრდება, დახმარება მოდის.

ჩვენი საჰაერო თავდაცვა უკვე ლეგენდა გახდა. მედესანტეები, ქვეითი, არტილერია – ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ უკრაინელები საუკეთესოები არიან.

გუშინ მოქალაქეებს სრული წინააღმდეგობისკენ მოვუწოდე. ჩვენ უნდა გავანადგუროთ მტრის კომუნიკაციები.

რუს ოკუპანტებს შეეშინდათ სამარცხვინო დამარცხების და დაიწყეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა. ისინი ბომბავენ საავადმყოფოებს, კლავენ ქალებსა და ბავშვებს. ეს აღარ არის ჯარი – ისინი ჩვეულებრივი მშიშარები და ტერორისტები არიან.

წინ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. იქნება სისხლი, ცრემლი, ტკივილი. მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი, რომ ვიყოთ დარწმუნებულები. აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – აცხადებს რეზნიკოვი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: