რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ენერგოდარში გადაღებულ იმ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ოკუპანტებს გზას უბლოკავს.
კულება წერს, რომ ეს უკრაინისთვის ნამდვილად ხალხის ომია, პუტინს კი ომის მოგების შანსი არ აქვს.
“ეს არის ნამდვილი სახალხო ომი უკრაინისთვის. პუტინს მოგების შანსი არ აქვს. ამ ფოტოზე ენერგოდარში მშვიდობიანი მოქალაქეები გუშინ რუს დამპყრობლებს აჩერებენ.
ეს ასობით ფოტოსა და ვიდეოდან ერთ-ერთია. ჩვენ გვჭირდება პარტნიორები, რომლებიც უკრაინას თავდაცვაში დაეხმარებიან, განსაკუთრებით ჰაერში. დახურეთ ცა ახლავე”, — წერს ის.
This is a true People’s War for Ukraine. Putin has no chance of winning it. On this photo civilians block Russian invaders in Energodar yesterday. One of hundreds of such photos and videos. We need partners to help Ukraine defend itself. Especially in the air. Close the sky now! pic.twitter.com/Wv2uLMWrD4
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 3, 2022
რა ზიანი მიადგა რუსეთისა და უკრაინის ჯარებს – უახლესი ცნობები
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.