LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზოლუცია, კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აქვს დიდი მხარდაჭერა ევროპაში: შალვა პაპუაშვილი

58
შალვა-პაპუაშვილი-1

ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესზე, მიღებულ რეზოლუციას, სადაც აღნიშნულია, რომ „მხარს უჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მზაობას“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება.

მისი განმარტებით, რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ევროპაში დიდი მხარდაჭერა აქვს. პაპუაშვილის თქმით, როგორც კი, 12 რეკომენდაცია შესრულდება საქართველოს ექნება მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

„გერმანიაში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე მიღებული რეზოლუცია, კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აქვს დიდი მხარდაჭერა ევროპაში. მადლობელი ვართ, ჩვენი პარტნიორი პარტიის, „ევროპის სოციალ-დემოკრატების“ ამ მხარდაჭერისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას აქვს დიდი მხარდაჭერა ევროპაში და განსაკუთრებით, ეს მხარდაჭერა იგრძნობა „ევროპელი სოციალისტების“ პარტიების მხრიდან. პარლამენტი აქტიურად მუშაობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე და აქედან გამომდინარე, როგორც კი, რეკომენდაციებს შევასრულებთ, გვექნება მხარდაჭერა, რათა კანდიდატის სტატუსი მოვიპოვოთ და გადავიდეთ ევროკავშირში ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g