LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რია ნოვოსტი – უკრაინას“ ხელმძღვანელი დააკავეს

93

„რია ნოვოსტი – უკრაინას“ ხელმძღვანელი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახური განმარტებას აკეთებს.

„ვადასტურებთ, რომ „რია ნოვოსტი – უკრაინას“ ოფისში ტარდა ჩხრეკა და დაკავებულია მისი ხელმძღვანელი. ჩვენ მტკიცებულებების ბაზას ვაგროვებთ, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ გამოვაქვეყნებთ,“ – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ელენა გიტლიანსკაიამ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკრაინაში მედიასტრუქტურების ქსელია გამოვლენილი, რომელსაც მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომისთვის იყენებდა.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი მედიასტრუქტურების ქსელი გამოავლინეს. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მათ აგრესორი ქვეყანა იყენებდა უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდული საინფორმაციო ომის ფარგლებში,“ – განაცხადა ელენა გიტლიანსკაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g