რიანამ ახალი იმიჯი მოირგო. გრძელი ხვეული თმით ის ერთი ერთში იმეორებს ლეგენდარული ბობ მარლის ცნობილ იმიჯს. ამჯერად კი მომღერალმა კიდევ ერთი საყვარელი შემსრულებლი გაიხსენა და თუფაქის მაისურით გამოჩნდა ნიუ-იორკში. ფოტოგრაფებმა 28 წლის მომღერალი სადილობის შემდეგ გადაიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი იმიჯი რადიკალურად განსხვავებულია ძველისგან, მედიაში მისი მისამართით მხოლოდ დადებითმა შეფასებებმა გაიჯღერა. ვარსკვლავი პაპარაცებთან სპორტული სამოსითა და მინიმალისტური მაკიაჟით გამოჩნდა.