LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანა Harper’s Bazaar-ის გარეკანზე და საუბრები შვილებსა და საყვარელ მამაკაცზე

113
page

ბარბადოსელმა ლამაზმანმა, რიანამ Harper’s Bazaar-ის ახალი ნომრის გარეკანი დაამშვენა და ფოტოობიექტივის წინაშე არაერთი ცეცხლოვანი „ლუქით“ წარდგა. ინტერვიუში რირიმ შვილების აღზრდასა და პარტნიორზე, Asap Rocky-ის შესახებ ისაუბრა.

„რაკიმი შესანიშნავი მამაა, ის ისეთი სუფთა და მოწესრიგებულია, ბავშვები მასზე გიჟდებიან, ზოგჯერ ვბრაზდები და ვეუბნები მათ, იცით მაინც ვინ გაგაჩინათ მეთქი. ჩვენი უმცროსი შვილი უკვე საკმაოდ ჩამოყალიბებული ბავშვია, ძალიან უყვარს მუსიკა“, – აცხადებს რიანა.

ცნობისთვის, წყვილს ბოლო რამდენიმე თვე საკმაოდ რთული და სტრესული ჰქონდა. Asap Rocky-ს 24 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. რეპერს ბრალად 2021 წელს, შელაპარაკების საფუძველზე, თავისი ბავშვობის მეგობრისთვის იარაღის სროლა ედებოდა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა და რიანას საყვარელი მამაკაცი უდანაშაულოდ ცნეს.

„წლის ვიდეო!“ – ვერდიქტი გამოტანილია – ემოციური ვიდეო რიანას მეუღლის სასამართლო პროცესიდან

დამწუხრებული რიანა საყვარელი მამაკაცის სასამართლო პროცესზე შვილებთან ერთად მივიდა

„ველური სალამი“ – რიანა Savage x Fenty-ის ახალ კოლექციის სარეკლამო კამპანიაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები