24 სექტემბერს „ამაზონ ფრაიმი“ რიანას თეთრეულის მორიგ კოლექციას წარმოადგენს. ჩვენება ონლაინრეჟიმში შედგება, ახალი კოლექციის სახელწოდებაა Savage x Fenty. 33 წლის მომღერალმა წინმსწრებად რამდენიმე თიზერი გაავრცელა, გუშინ საღამოს კი შოუს დახურული ჩვენება მოაწყო.
გუშინვე გავრცელდა პირველი ფოტოები დახურული ჩვენების ბექსთეიჯიდან, რომელიც დახურული იყო მედიისთვის. უკვე ცნობილია, რომ რიანას ახალ კოლექციას ირინა შეიკი, ჯიჯი ჰადიდი, ემილი რატაჟკოვსკი და ბეჰატი პრინსლუ წარადგენენ. სუპერმოდელები ფოტოგრაფებთან დახურული ჩვენების დაწყებამდე პოზირებდნენ.
რიანა მსოფლიოს უმდიდრესი ქალი მუსიკოსი გახდა