ივნისის ბოლოს პაპარაცებმა რიანა არაბი მილიარდერის, ჰასან ჯამილის კომპანიაში გადაიღეს. მაშინ ყველას ეგონა, რომ ეს დროებითი გართობა იყო, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი გაცილებით სერიოზულად არის.
რამდენიმე კვირის წინ ქსელში მოხვდა ბარბადოსელი მომღერლის ფოტოები, სადაც მას ნიშნობის ბეჭედი ეკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი ხელის დამალვას ცდილობდა, შესაბამისი ფოტოები მაინც გავრცელდა.
ამჯერადაც, რამდენიმე დღის წინ რიანა ერთ-ერთ ღამის კლუბში მიმავალი გადაიღეს და ხელზე მას კვლავ ნაცნობი სამკაული ეკეთა.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავის რჩეული საუდის არაბეთში კომპანია Toyota-ს მემკვიდრეა. ამას გარდა, ის Abdul Latif-ის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს წევრია, თავად კომპანია კი მისი ოჯახის საკუთრებაა.