რიანას ბოლო დისკის გამოსვლიდან, ზუსტად 10 წელი გავიდა. არტისტმა მერვე სტუდიური ალბომი – Anti 2016 წლის 28 იანვარს გამოუშვა, მას შემდეგ კი ახალ ფირფიტაზე არ უმუშავია.
შემოქმედებითი პაუზის მიუხედავად, რირის კარიერის ტოპ ჰიტები აქტუალობას არ კარგავს, რაც მის მიღწევებზე აისახება.
ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით, ,,ანტის” გამოსვლიდან საიუბილეო თარიღის ფონზე, ლონგფლეის ტრეკების – Work, რომელიც დრეიკთან დუეტია, Needed Me და Love on the Brain 10 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. შედეგად, რიანა პირველ ქალ არტისტად იქცა, რომელსაც მუსიკალურ კატალოგში ყველაზე მეტი ბრილიანტის სერტიფიცირებული სიმღერა დაუგროვდა.
ამრიგად, ამ მაჩვენებლით შემსრულებლის ანგარიშზე – 8 ბრილიანტის სინგლია.