LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიანას სახლს, 30 წლამდე ქალმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა – არტისტი შვილებთან ერთად შიგნით იყო

247
page

Los Angeles Times-ის ინფორმაციით, რიანას ბევერლი ჰილზის სახლს, 30 წლამდე ქალმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. ამ დროს არტისტი შვილებთან ერთად შიგნით იმყოფებოდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, საბედნიეროდ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი სახლთან ავტომობილით მივიდა და შვიდი გასროლა განახორციელა.

მოგვიანებით მისი ავტომობილი რიანას სახლიდან დაახლოებით 12 კილომეტრის დაშორებით იპოვეს, სადაც ქალი დააკავეს. მისი ვინაობა, ჯერჯეორობით, უცნობია.

ნამდვილი ოჯახური იდილია – რიანა სამივე შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა

რიანამ ხმის ჩამწერ სტუდიაში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები