LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჟვაძე: ომის პარტიის მიზანი იყო ტურისტული სეზონის შესახებ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება და ჩვენი ხალხის შემოსავლის გარეშე დატოვება, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა

130
თორნიკე რიჟვაძე

„საზღვაო ტურისტული სეზონის დასაწყისშივე, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ომის პარტიის და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფებისა, რომელთა მთავარი მიზანი იყო ყალბი და დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად, პირდაპირ ვთქვათ, ჩვენი ხალხის შემოსავლის გარეშე დატოვება, ეს წარუმატებელი აღმოჩნდა“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა და აჭარაში ტურისტული სეზონის შესახებ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა:

თორნიკე რიჟვაძე: პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალების კამპანია ზღვის ხარისხთან დაკავშირებით, რაც ტურისტული სეზონის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, წარუმატებელი გამოდგა – ზღვის წყალი შესაბამისობაშია ყველა არსებულ მოთხოვნასთან

„ზღვისპირა ქალაქებში, ბათუმში, ქობულეთსა და მაღალმთიან აჭარაში განხორციელებული ვიზიტების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად, იმ ამოცანების შესაბამისად, რომელიც დასახული ჰქონდა, როგორც ტურიზმის დეპარტამენტს, ასევე მთავრობას.

გასულ წელთან შედარებით, ტურისტული ნაკადები გაზრდილია 56%-ით, 2019 წელთან შედარებით კი, ზრდა შეადგენს 24 %-ს. ასევე, ჩვენთვის, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ახალი ტურისტული ობიექტები შეიქმნა მაღალმთიან აჭარაში – დაახლოებით 45 ახალი ობიექტი შეემატა აჭარის მაღალმთიანეთს ტურისტული დანიშნულების“. – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„დავრწმუნდი, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში, მმართველ პარტიას მოუწევს ამ ქვეყნის მართვა” – თორნიკე რიჟვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები