LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიდლი სკოტი „უცხოს“ ახალ ნაწილზე მუშაობს

366
rsa444fb

ლეგენდარული რეჟისორი, რიდლი სკოტი საკულტო ფილმის, „უცხოს“ ახალ ნაწილზე მუშაობს.  აღსანიშნავია, რომ ფილმის სიუჟეტი „უცხოს“ სამყაროში განვითარდება, თუმცა ფილმებთან  „პრომეთე (2012)“ და „უცხო: აღქმა“ (2017) არანაირი კავშირი არ ექნება. ახალი ნაწილი ძველი ფილმების ერთგვარი გაგრძელება იქნება.

„ახლა პროცესში ვართ, თავის დროზე „პრომეთემ“ ყველაფერი კარგად შეაჯერა, ასე რომ მას ბოლო ორ ფილმთან არანაირი კავშირი არ ექნება“,  – განაცხადა სკოტმა.

რიდლი სკოტს ჯერ არ დაუზუსტებია, რა ეტაპზეა ახალ ნაწილზე მუშაობის პროცესი და ვინ შეასრულებს მთავარ როლებს.

შეგახსენებთ, პირველი ფილმი – „უცხო“, 1979 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლს  სიგურნი უივერი სრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები