LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიგაში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

155
00

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლატვიაში, რიგაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში BaltTour 2024 მიიღო მონაწილეობა.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყველაზე დიდ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები იყვნენ წარმოდგენილები.

BaltTour 2024-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

გამოფენის ფარგლებში, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან.

BaltTour-ის საიუბილეო, 30-ე წლისთავზე გამოფენას 30-მდე ქვეყნიდან 25 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. რიგის საერთაშორისო გამოფენაზე 350 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g