LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკარდ იოზვიაკი: სავარაუდოდ, საქართველოსაც ექნება მწვანე შუქი და მიიღებს კანდიდატის სტატუსს

188
რიკარდ იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი „ფორმულასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, „სავარაუდოდ, საქართველოსაც ექნება მწვანე შუქი და მიიღებს კანდიდატის სტატუსს“.

იოზვიაკის განმარტებით, თუ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მოხდა, ამ სტატუსს მოჰყვება დათქმები, რომ ქვეყანა მომდევნო ეტაპზე გადავიდეს და დარჩენილი რეკომენდაციები შეასრულოს.

„ისინი საკმაოდ სკეპტიკურები არიან, მაგრამ რაც მათ მიმართულებას შეაცვლევინებს, არის გარიგება პაკეტის შესახებ. ბევრს სურს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ წინ წაიწიონ, მაგრამ პაკეტში საქართველოცაა. ამიტომ, სავარაუდოდ, საქართველოსაც ექნება მწვანე შუქი და დიდად სავარაუდოდ, მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ოღონდ სტატუსს დათქმები მოჰყვება და იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, ქვეყანას მოუწევს დარჩენილი რეკომენდაციების შესრულება. ჩემი აზრით, გაჩნდება ახალი მოთხოვნებიც, მაგალითად, იმაზე, რომ თქვენი საგარეო პოლიტიკა მეტად შეესაბამებოდეს ევროკავშირის პოლიტიკას“, – აცხადებს რიკარდ იოზვიაკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები