2010 წელს, რიკი მარტინმა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ აღიარა. მას შემდეგ, მომღერალმა რამდენიმე პარტნიორი გამოიცვალა, თუმცა საზოგადოებაში შეყარებულთან ერთად გამოჩენა მხოლოდ ახლა გადაწყვიტა. მარტინის ბოიფრენდი ბრიტანელი მხატვარი – ჯვანი ოსიფია.
წყვილი ერთად სან-პაულუში გამართულ ღონისძიების – amfAR Inspiration Gala წითელ ხალიჩაზე შენიშნეს. ისინი არ ფარავდნენ გრძნობებს, მოგვიანებით კი „ინსტაგრამზე“ მომღერალმა ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „დიახ, ეს ასეა“.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რიკი მარტინმა განაცხადა, რომ მას ქალებიც და კაცებიც იზიდავს. „სექსუალურ ორიენტაციაში მე შტამპების წინააღმდეგი ვარ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვფლობთ ემოციურ და სექსუალურ მოთხოვნილებებს. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ორივე სქესი მიზიდავს“, – განუცხადა მარტინმა ერთ-ერთ მექსიკურ გამოცემას.