დასავლური ტაბლოიდების ცნობით, რიკი მარტინმა თავის ბოიფრენდზე, მხატვარ ჯოვან იოზეფზე იქორწინა. ასეთ დასკვნამდე ჟურნალისტები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ორივე მათგანის თითზე ერთნაირი ბეჭდები დაინახეს.
შეგახსენებთ, რომ რიკიმ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ 2010 წელს აღიარა. მას შემდეგ ის ხშირად აზიარებს ფოტოებს სოციალურ ქსელში თავის რჩეულთან ერთად.
რაც შეეხება ქორწინებას, ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი მას ჯერ არ გაუკეთებია.